კომაროვის სკოლაში ღონისძიება "ქართველი კალიგრაფები" ჩატარდა!
- 05 ივნისი, 2019
კომაროვის სკოლაში ქალბატონ ნატო ვაჭარაძის ინიციატივით და პროექტების სამსახურის ხელშეწყობით ჩატარდა ღონისძიება "ქართველი კალიგრაფები", რომელშიც მონაწილეობდნენ მეშვიდე და მეათე კლასის მოსწავლეები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, კალიგრაფების და მინიატურების შესახებ პრეზენტაციები, ხელნაწერები და მოხატულობები.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს საინტერესო აქტივობისთვის.